Saturday, October 31, 2009



ქიმიურ რეაქციის სიჩქარეზე გავლენას ახდენს ტემპერატურა, ნივთიერებების ბუნება, შეხების ზედაპირის ფართობი, ნივთიერებათა კონცენტრაცია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კატალიზატორი.


ნივთიერებას რომელიც მონაწილეობს ქიმიურრეაქციაში ცვლის მის სიჩქარეს, თვითონ კი უცვლელი რჩება რეაქციის დასრულების შემდეგ, კატალიზატორი ეწოდება!!!

არსებობს კატალიზური რეაქციის ორი სახეობა - ჰომოგენური და ჰეტეროგენული. კატალიზი ჰომოგენურია, თუ კატალიზატორი და მორეაგირე ნივთიერებები ერთ ფაზაშია - ორივე სითხე ან ორივე აირია. თუ კატალიზატორი და მორეაგირე ნივთიერებები სხვადასხვა ფაზაშია, მაშინ საქმე გვაქვს ჰეტეროგენულ კატალიზთან.

No comments:

Post a Comment